
ახალი ამბები
ამერიკული სამხედრო ხომალდი ბათუმს სტუმრობს
აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალების ხომალდი "GONZALEZ"–ი (DDG-66) 29 ნოემბერს ბათუმის პორტში შევიდა.
სამხედრო ხომალდი და მისი ეკიპაჟის წევრები, რომელთაც საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის და აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები მასპინძლობენ, საქართველოში 2 დეკემბრამდე დარჩებიან.
"იგეგმება ხომალდის ეკიპაჟის და სანაპირო დაცვის თანამშრომელთა ერთობლივი თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები,“ – განაცხადა სასაზღვრო პოლიციამ და დასძინა, რომ ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)