skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი მოლდოვას სტუმრობს

პრეზიდენტი სააკაშვილი 24 ნოემბერს კიშინიოვში ჩავიდა, სადაც იგი მოლდოვას პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს მიჰაი გიმპუს შეხვდება.

გიმპუ საქართველოს აგვისტოში სტუმრობდა.

რადიო "თავისუფლების“ მოლდოვას ბიურო იტყობინებოდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დრო – რომელიც წინ უსწრებს 28 ნოემბერს დაგეგმილ მოლდოვას საპარლამენტო არჩევნებს – გააკრიტიკა ჰუმანისტების პარტიამ, რომლის ლიდერიც რუსი პოლიტიკოსი და მოლდოვას დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი ვალერი პასატია.  

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლდოვას ყოფილმა პრეზიდენტმა და კომუნისტური პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ვორონინმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მას შეხვედრა შესთავაზა, თუმცა მან უარი უთხრა. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button