skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირმა და საქართველომ რეადმისიის ხელშეკრულება გააფორმეს

საქართველომ და ევროკავშირმა 22 ნოემბერს, ბრიუსელში ხელი მოაწერეს  რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს მონაწილე მხარეთა ვალდებულებებს და უდგენს მათ პროცედურებს, თუ როგორ და როდის უნდა მოახდინონ მათ ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი პირების უკან გაბრუნება.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და ევროკომისარმა საშინაო საქმეთა საკითხებში სესილია მალმსტრომმა, ასევე ბელგიის სახელმწიფო მდივანმა მიგრაციის საკითხებში მელქიორ ვატელეტმა, რომლის ქვეყანაც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარეა.

ხელშეკრულებას რეადმისიის შესახებ ხელი მოეწერა ხუთი თვის შემდეგ, რაც ევროკავშირი და საქართველო სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმდნენ.

ამ ორივე ხელშეკრულების ამოქმედება ერთდროულად მოხდება მას შემდეგ, რაც დოკუმენტებს ევროპარლამენტი და საქართველოს საკანონმდებლო ორგანო გაუკეთებენ რატიფიცირებას.

”მოხარული ვარ რომ ეს ორივე ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია – ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უფრო ადვილად იმოგზაურონ [ევროპაში] და ამასთან მოხდეს მიგრაციის გაკონტროლება,” – განაცხადა ევროკომისარმა მალმსტრომმა.

ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფულემ განაცხადა, რომ ამ ორი ხელშეკრულების ხელმოწერა მიანიშნებს, რომ საქართველო ევროკავშირის ”დღის წესრიგში მაღლა დგას.”

This post is also available in: English Русский

Back to top button