ახალი ამბები
შსს: პოლიციამ ხანმოკლე დროით რუსი სამხედროები დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პოლიციამ 24 სექტემბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩის ტერიტორიაზე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამსახურის ოთხი სამხედრო დააკავა.
"ქართულმა მხარემ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ აღნიშნულმა პირებმა ოკუპაციის ხაზი შემთხვევით დაარღვიეს, გამოიჩინა კეთილი ნება და დაკითხვის შემდეგ ისინი გაათავისუფლა,“ – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)