skip to content
ახალი ამბები

გალში აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა

გალის რაიონში ექვსი აფხაზი მილიციელი დაშავდა მას შემდეგ, რაც მათი მანქანა ფუგასის ჭურვზე აფეთქდა, იტყობინება აფხაზური სააგენტო „აფსნიპრესი“.

ამავე ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ექვსი მილიციელი „უაზ“–ის ტიპის ავტომანქანით თაგილონსა და ნაბაკევს შორის ახორციელებდა პატრულირებას ადგილობრივი დროით 6:05 საათზე.

იმავდროულად, ქართული ტელევიზიები იტყობინებოდნენ, რომ 22 ივლისის აფეთქება აფხაზ მილიციელებსა და სეპარატისტულ რეგიონში განთავსებულ რუს სამხედროებს შორის დაპირისპირების შედეგია. ტელევიზიით გაკეთებულ კომენტარში დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აფხაზურ მილიციას და რუს სამხედროებს დაპირისპირება აქვთ გალისა და ზუგდიდის რაიონის დამაკავშირებელი ერთ–ერთი გზის გაკონტროლებასთან დაკავშირებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button