ახალი ამბები

შიდა ქართლს ახალი გუბერნატორი ჰყავს

ეროვნული გვარდიის უფროსი, ზურაბ არსოშვილი შიდა ქართლში გუბერნატორის თანამდებობაზე დაინიშნა.

ეს თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილი გუბერნატორი, ლადო ვარძელაშვილი ცოტა ხნის წინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი გახდა. 

32 წლის ზურაბ არსოშვილი, ვიდრე 2009 წლის მაისში ეროვნულ გვარდიას ჩაუდგებოდა სათავეში, პარლამენტის წევრი იყო ნაციონალური მოძრაობიდან. ის 2000–2004 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, ხოლო 2004–2008 წლებში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა ფინანსურ პოლიციაში, მათ შორის ხელმძღვანელობდა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო განყოფილებას შიდა ქართლის რეგიონში 2005–2006 წლებში.

This post is also available in: English Русский

Back to top button