ახალი ამბები

გილაურმა ეკონომიკის ახალი მინისტრისთვის პრიორიტეტები განსაზღვრა

პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ ეკონომიკის ახალ მინისტრს ვერა ქობალიას ორი გადაუდებელი პრობლემის მოგვარება დაევალა – ერთი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებას უკავშირდება, ხოლო მეორე სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის დაბალ ტემპს.

3 ივლისს ახალი ეკონომიკის მინისტრის თანამშრომლებისთვის წარდგენისას პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ორი საკითხი ახალი მინისტრისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა გახდეს.

ვერა ქობალია, რომელიც ახალ პოსტზე 2 ივლისს დაამტკიცა პარლამენტმა, განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობას და ტურიზმს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.

მოგვიანებით მთავრობის სხდომის დაწყებამდე ვერა ქობალიამ განუცხადა ჟურნალისტებს: "კიდევ ბევრი რამ რჩება გასაკეთებელი და ჩვენ ბევრი დრო არ გვაქვს… ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშავოთ, რათა განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა და ევროპის სინგაპური გავხდეთ – ამის მიღწევას მალე შეგვიძლია“.

ქობალია, რომელიც აგვისტოში 29 წლის გახდება, ბოლო 15 წელი კანადაში ცხოვრობდა, სადაც მისი ოჯახი აფხაზეთიდან დევნილობის შემდეგ გადასახლდა.

2009 წლის ბოლომდე ის ვანკუვერში მისი მამის მიერ 2001 წელს დაარსებულ European Breads Bakery–ში მუშაობდა.

ამ წლის დასაწყისში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ იგი არასამთავრობო ორგანიზაციის "კოალიცია სამართლიანობისთვის" თანადამფუძნებელი გახდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button