ახალი ამბები

ვაშაძე ლონდონში ბრიტანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 30 ივნისს ლონდონში ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანს უილიამ ჰეიგს შეხვდა.

ბრიტანეთის საგარეო უწყების თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს "საერთო მცდელობები საქართველოს კონფლიქტების მოსაგვარებლად, ასევე პროგრესი საქართველოს შიდა რეფორმების განხორციელეობის კუთხით და რეგიონალური საკითხები“.

"ჩვენ პოზიტიური განხილვა გვქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავაუმჯობესოთ სტაბილურობა კავკასიაში. მე ხაზი გავუსვი გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოვხატე, მათ შორის ავღანეთის და რეგიონალური კონფლიქტების მოგვარების საკითხებში,“ – განაცხადა ჰეიგმა შეხვედრის შემდეგ.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button