skip to content
ახალი ამბები

მედვედევი სააკაშვილთან ურთიერთობების შანსს ვერ ხედავს

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ იგი დაწრმუნებულია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ამჟამად არსებული "დრამატულად ცუდი“ ურთიერთობები ერთ დღეს "ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება“.

"ეს მხოლოდ დროის საკითხია,“ – განაცხადა მან აშშ–ის სტენფორდის უნივერსიტეტში გამოსვლისას.

"ვერ ვხედავ რაიმე შანსს, რომ ამის გაკეთება შესაძლებელი იყოს საქართველოს ახლანდელ პრეზიდენტთან, რადგანაც მიმაჩნია, რომ ის ცუდად მოიქცა; იურიდიული ენით რომ ვთქვათ, მან დანაშაული ჩაიდინა. მან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ქართველი ხალხის წინაშე,“ – განაცხადა მედვედევმა და დასძინა, რომ მოსკოვს უნდა დაეცვა საკუთარი "ინტერესები და მოქალაქეები“ მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოში საქართველომ ცხინვალს შეუტია.   

"როგორც კი საქართველოს ეყოლება ახალი ხელმძღვანელობა, ჩვენ ყველა შესაძლებლობა გვექნება, რომ აღვადგინოთ ურთიერთობები,“ – განაცხადა მან.

"ძალიან მინდა, რომ ჩვენი ურთიერთობები საქართელოსთან ნორმალურ კალაპოტში დაბრუნდეს და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება. უბრალოდ, მეზობლებს შორის სხვა შესაძლებლობები არ არსებობს… ჩვენი საუკუნეები ვცხოვრობდით ერთად და ყოველთვის ძალიან კეთილმეზობლური ურთიერთობები გვქონდა და იყო პერიოდი, როდესაც ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობდით,“ – განაცხადა მედვედევმა, რომელიც 24 ივნისს პრეზიდენტ ობამას შეხვდება ვაშინგტონში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button