ანალიზიახალი ამბები

ადგილების გადანაწილება თბილისის საკრებულოში

თბილისის 50-წევრიან საკრებულოში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ნაციონალური მოძრაობა 39 ადგილს დაიკავებს, მათ შორის 25-ვე მაჟორიტარულ მანდატს მიიღებს.

პროპორციული წესით მიღებული ხმათა წინასწარი რაოდენობის მიხედვით, 25 მანდატიდან ნაციონალურ მოძრაობას (52.48%) ერგება – 14; ალიანსს საქართველოსთვის (17.9%) – 5; ქრისტიან-დემოკრატებს (12%)- 3; ეროვნულ საბჭოს (8.3%)- 2; ხოლო მრეწველებს (6.3%)- 1 მანდატი.

დანარჩენმა ცხრა პოლიტიკურმა გაერთიანებამ საკრებულოში მოსახვედრად სავალდებულო 4%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.

პროპორციულ მანდატებს ”ალიანსიდან” მიიღებენ რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი, ახალი მემარჯვენე დავით საგანელიძე; ზურაბ აბაშიძე ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები; საქართველოს  გზის წარმომადგენელი ნათელა მაჭავარიანი და ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატებიდან ვიქტორ დოლიძე.

ქრისტიან-დემოკრატების კუთვნილ მანდატებს მიიღებენ პარტიის მიერ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელებული ინგა გრიგოლია; ასევე ჯაბა სამუშია და ზაზა გაბუნია.

ეროვნულ საბჭოს საკრებულოში, სავარაუდოდ, წარმოადგენენ ხალხის პარტიის ლიდერი და ამჟამინდელი საკრებულოს წევრი კობა დავითაშვილი; და კონსერვატორების ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა.

მრეწველების მანდატი კი, სავარაუდოდ, ერგება გიორგი ტყემალაძეს. 

ნაციონალური მოძრაობიდან პროპორციულ მანდატებს მოსალოდნელია, რომ მიიღებენ: კოკი იონათამიშვილი;  მარიამ დიდებულიძე; ლაშა იმედაშვილი; ტარიელ ხიზანეიშვილი; პეტრე მეტრეველი;  დავით ნინიძე;  თამაზ შოშიაშვილი; სევდია უგრეხელიძე; ნიკოლოზ ხაჩირაშვილი; მიხეილ ქავთარაძე; ნინო ბაბუნიძე; გელა ომანიძე;  ნიკოლოზ ჩხაიძე; ნიკოლოზ ბაჩილავა.

თუ პოტენციური წევრებიდან რომელიმე  უარს იტყვის საკრებულოში შესვლაზე, მაშინ მათ ადგილს პარტიულ სიაში მომდევნო კანდიდატი დაიკავებს.

მმართველი პარტიის შემდეგი კანდიდატები მიიღებენ დიდი ალბათობით მაჟორიტარულ მანდატებს: მამუკა ახვლედიანი, თბილისის ვიცე-მერი; ზაალ სამადაშვილი, საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე; ვახტანგ ნაცვლიშვილი; ზაურ დოლიძე; ნინო თევდორაძე; ზაზა სინაურიძე; დავით გელაშვილი; მერაბ რაფავა; ხვიჩა სანაია; ზურაბ გაჩეჩილაძე (შონზო); ირაკლი ნადირაძე; კახა გურული; იოსებ ეგუტია; ირაკლი შიხიაშვილი; ალექსანდრე ნიკოლაიშვილი; გიორგი ჩაჩანიძე; ირაკლი დვალი; შოთა ქურდაძე; გიორგი ნემსაძე; მამუკა გუგეშაშვილი; ვახტანგ ცაგარეიშვილი; დავით წერეთელი; ნიკოლოზ ხაჩირიშვილი; ბესარიონ ბენდელიანი; დავით ჯინჭარაძე.

მოსალოდნელია, რომ მმართველი პარტია ასევე უმრავლესობით დააკომპლექტებს დანარჩენ 63 საკრებულოს ქვეყნის მასშტაბით.

მსგავსი/Related

Back to top button