skip to content
ახალი ამბები

შსს: ქარელის რაიონში ნაღმის აფეთქების შედეგად ადგილობრივი მკვიდრი დაშავდა

ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირის მკვიდრი, 26 წლის ვახტანგ ქოქოშვილი 19 მაისს საკუთარ ბაღში ”დამონტაჟებული ხელყუმბარის” აფეთქების შედეგად სერიოზულად დაშავდა, იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს მშვიდობიან მოსახლეზე თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს რუს ოკუპანტებს შეწყვიტონ მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმა,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

იმავდროულად, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ 18 მაისს ექვსი საქართველოს მოქალაქე დააკავეს ”სამხრეთ ოსეთის საზღვრის დარღვევის” გამო. მათი თქმით, იმავე დღეს ორი მოზარდიც იქნა დაკავებული, თუმცა ”მათ გაფრთხილება მისცეს საზღვრის უკანონო გადაკვეთასთან დაკავშირებით” და გაუშვეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button