ახალი ამბები

გილაური საჯარო მოხელეებს საარჩევნო კოდექსის დაცვისკენ მოუწოდებს

პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გააფრთხილა საჯარო მოხელეები მაქსიმალურად დაიცვან საარჩევნო კოდექსი და არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსები 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების წინ.

”400-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვა საქართველოში საარჩევნო პროცესზე დასაკვირვებლად. მე მინდა კატეგორიულად გავაფრთხილო და ასევე ვთხოვო ყველა საჯარო  სექტორში დასაქმებულ ადამიანს, რომ დაიცვას საარჩევნო კოდექსი იმიტომ, რომ ეს ყველაფერთან ერთად ისჯება კანონმდებლობით,” – განაცხადა გილაურმა რუსთავში მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას. 

”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციული რესურსი არ იქნას არანაირად გამოყენებული ამ არჩევნებზე. ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად დავუმტკიცოთ მსოფლიოს, რომ საქართველო იმ დემოკრატიულ გზას, რომელსაც დაადგა, არ გადაუხვევს,” – განაცხადა მან.

”ამიტომ, ყველა საჯარო მოხელეს კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, კიდევ ერთხელ ვთხოვ, რომ მაქსიმალურად დაიცვას ყველა წესი და ყველა კანონი, რაც საარჩევნო კოდექსით არის გათვალისწინებული,” – დასძინა პრემიერ-მინისტრმა.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button