Placeholder canvas
ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი ”ალიანსს” შეუერთდა

სალომე ზურაბიშვილის პარტია საქართველოს გზა ალიანსში საქართველოსთვის გაერთიანებული მეოთხე პოლიტიკური სუბიექტი გახდა.

ალიანსთან შეერთების შესახებ გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილმა და ალიანსის ლიდერებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან გამოაცხადეს.

ზურაბიშვილის თქმით, მისი ხედვა ემთხვევა ალიანსის პოზიციებს. ”ეს არის ხვალინდელი ალტერნატივა, ეს არის ჩვენი იმედის გზა,”- განაცხადა მან. 

დავით უსუფაშვილმა, ალიანსის თანათავმჯდომარემ რესპუბლიკური პარტიიდან განაცხადა, რომ ზურაბიშვილთან პოლიტიკური კავშირი ”ნიშნავს არა მხოლოდ ამ არჩევნებზე ერთობლივ მონაწილეობას, არამედ გრძელვადიან თანამშრომლობას”.

ოპოზიციური პარტიებიდან საქართველოს გზა იყო პირველი, რომელმაც თბილისის მერის პოსტზე ”ალიანსის” ლიდერს, ირაკლია ალასანიას საჯაროდ დაუჭირა მხარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button