ახალი ამბები

ალიანსი საქართველოსთვის ალასანიასთვის ოპოზიციის მხარდაჭერის მოპოვებას ვერ ახერხებს

ალიანსმა საქართველოსთვის განაცხადა 8 აპრილს, რომ შეხვედრებმა სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან სოზარ სუბარის მიერ გახმოვანებულ ინიციატივაზე შედეგი ვერ გამოიღო.

ამ წინადადებების თანახმად, სუბარი უარს ამბობდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატობაზე იმ პიროვნების სანაცვლოდ, ვისზეც შეთანხმდებოდა ოპოზიცია და თან, იმავდროულად, მხარს დაუჭერდა ”ალიანსის” ლიდერს, ირაკლი ალასანიას თბილისის მერის არჩევნებში. წინადადება ასევე მოიცავდა შეთანხმებას მაჟორიტარ კანდიდატებზე თბილისის 25 ერთმანდატიან ოლქში.

ირაკლი ალასანიამ განაცხადა 8 აპრილს, რომ სუბარის კონსულტაციებში ჩართვა ასევე მიზნად ისახავდა საზოგადოებისთვის იმის დემონტრირებას, რომ ”მცდელობა არ დაგვიკლია ალიანსს, რომ მომხდარიყო პოზიციების შეჯერება ოპოზიციურ ძალებთან”. 

მხოლოდ საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა მოიწონა ირაკლი ალასანიას კანდიდატურა. იგი პირველი იყო, რომელმაც შარშან საჯაროდ დაუჭირა მხარი ალასანიას კანდიდატურას და ეს პოზიცია თებერვალშიც დაადასტურა

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button