ახალი ამბები

საქართველო გეგმავს 2013 წლისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს მიაღწიოს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას გააჩნია ”ამბიცია” მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე 2013 წელს საქართველოს უვიზო რეჟიმი ქონდეს ევროკავშირთან. 

”ეს რეალურია,”- განუცხადა მან 7 აპრილს თბილისში ევროპული სახლის გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას.

”ჩვენ წინ მივიწევთ, პირველ რიგში, გამარტივებული სავიზო რეჟიმისკენ და შემდეგ ევროპასთან უვიზო მიმოსვლისკენ… და ასევე საქართველოსა და დანარჩენ ევროპას შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის უზრუნველყოფისკენ. ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა მიღწევადია და ეს საკითხი ბიუროკრატიულ პროცესებშია ჩაშვებული. ამას ბოლომდე მივიყვანთ,” – აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართველომ დაასრულა ევროკავშირთან მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის გამარტივების და რეადმისიის შესახებ შეთანხმებებზე. ამჟამად, ამ შეთანხმებების ხელმოწერის და ძალაში შესვლის პროცესი ევროკავშირის შიდა პროცედურებს გადის.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპოიმ 16 მარტს განაცხადა, რომ დისკუსიები ევროკავშირის შიგნით საქართველოსთან ასოცირებულ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დირექტივების პროექტზე დასასრულს უახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ”სულ მალე შესაძლებელი იქნება” ამ შეთანხმებაზე საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყება. ეს შეთანხმება ასევე მოიცავს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ყოვლისმომცველ ხელშეკრულებასაც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button