ახალი ამბები

ნოღაიდელი: არჩევნების გაყალბება მერაბიშვილს ”შეიძლება სიცოცხლის ფასადაც” დაუჯდეს

მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს ადგილობრივი არჩევნების შესაძლო გაყალბების წინააღმდეგ აფრთხილებს.

”თუ ვანოს ჩაფიქრებული აქვს არჩევნების გაყალბება, ეს ძალიან ძვირად დაუჯდება მას, მათ შორის შეიძლება სიცოცხლის ფასადაც,”- განაცხადა ნოღაიდელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, როცა მას კომენტარი სთხოვეს ვანო მერაბიშვილის ინტერვიუზე, რომელიც გაზეთ ”კომერსანტში” 7 აპრილს გამოქვეყნდა.

ნოღაიდელის თქმით, მისი განცხადება არის არა მუქარა მერაბიშვილის მიმართ, არამედ ”გაფრთხილება და შეპირებაა”.

”ვანო მერაბიშვილის ჭკუის სასწავლებელი, სააკაშვილის და მერაბიშვილის – ორი ლაჩრის ჭკუის სასწავლებელი არავის არაფერი არ სჭირს საქართველოში,”- აღნიშნა მან.

This post is also available in: English Русский

Back to top button