ახალი ამბები

მედვედევმა სეპარატისტებთან სასაზღვრო სფეროში რატიფიცირებულ შეთანხმებებს მოაწერა ხელი

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 5 აპრილს ხელი მოაწერა კანონებს ცხინვალთან და სოხუმთან სასაზღვრო სფეროში დადებული შეთანხმებების რატიფიცირების თაობაზე, იტყობინება კრემლი.

აღნიშნული შეთანხმებები ითვალისწინებს სეპარატისტული რეგიონებში საზღვრების დაცვის უფლების რუსეთის ფედერაციაზე დელეგირებას, აფხაზეთის შემთხვევაში საზღვაო სივრცის ჩათვლით.

ამ ხელშეკრულებათა რატიფიცირება რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 26 მარტს, ხოლო ფედერაციის საბჭომ 31 მარტს მოახდინა. თუმცა რუსეთის სასაზღვრო ჯარები სეპარატისტული რეგიონების საზღვრების კონტროლს 2009 წლის 30 აპრილს შეთანხმებების ხელმოწერის შემდეგ ახორციელებენ.

Back to top button