skip to content
ახალი ამბები

საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს შეხვედრა თბილისში

საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს პირველი სხდომა თბილისში 6 აპრილს გაიხსნა.

საბჭო საქართველოსთან მიმართებაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობათა კოორდინაციის მიზნით შეიქმნა.

საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში იმყოფებიან ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტის დემოკრატიული მმართველობის ქვეკომიტეტის წევრები.

დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძესთან, სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

დელეგაცია ასევე ეწვევა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვენლო მისიის შტაბბინას და მის საველე ოფისს გორში. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button