ახალი ამბები

ვაშაძე ნორვეგიის სამეფოს და ფინეთს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 6-8 აპრილს სამუშაო ვიზიტით ნორვეგიის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკას ეწვევა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნორვეგიის სამეფოში გრიგოლ ვაშაძე შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს იონას გარ სტორეს და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ესპენ ბარტ ეიდენსს. ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრები პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან და ნორვეგიის სამეფოს ლტოლვილთა საბჭოს გენერალურ მდივანთან.

ფინეთის რესპუბლიკაში გრიგოლ ვაშაძე შეხვდება ევროპულ საკითხთა და მიგრაციის მინისტრს ასტრიდ თორსს, თავის ფინელ კოლეგას ალექსანდრე სტუბს, ასევე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტის მრჩეველს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button