სააკაშვილი რუსეთის ოპოზიციონერს შეხვდა
პრეზიდენტი სააკაშვილი 16 მარტს თბილისში ცნობილ მოჭადრაკეს და რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერს გარი კასპაროვს შეხვდა და მისი ”სიმამაცის” გამო აღფრთოვანება გამოხატა.
“მინდა გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება თქვენი ვაჟკაცობისა და სამოქალაქო სიმამაცის გამო, რომელსაც მე გმირობას დავარქმევდი,” – მიმართა სააკაშვილმა კასპაროვს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.
”მე დიდი ინტერესით ვკითხულობ თქვენს ყველა სტატიას. მოჭადრაკის აზროვნებიდან საერთო-პოლიტიკურ აზროვნებაზე ასე გადასვლას მხოლოდ თქვენ შეძლებდით. რასაც ახლა აკეთებთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ადამიანების ცხოვრებას რეალურად ცვლის,” – განაცხადა სააკაშვილმა.
დღეს გარი კასპაროვს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძეც მიიღებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)