ახალი ამბები
გილაური ბრიუსელს სტუმრობს
14 მარტს პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა, იტყობინება მთავრობის პრესსამსახური.
ვიზიტის ფარგლებში ნიკა გილაური შეხვდება ბელგიელ კოლეგას ივ ლეტერმს, ასევე ევროკავშირის პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპოის და ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს.
ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრები ევროკომისრებთან ტრანსპორტის, ევროპის განვითარების, ენერგეტიკის, ვაჭრობის და ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)