ახალი ამბები

”იმედის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი შეიცვალა

ტელეკომპანია ”იმედის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნანა ინწკირველმა თანამდებობა დანიშვნიდან ერთი წლის თავზე დატოვა.

მის ადგილს დაიკავებს მათე კირვალიძე. ის ”რუსთავი 2”-დან ბრუნდება ისევ ”იმედში”, სადაც მას მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. უკანასკნელ პერიოდში კირვალიძე ”რუსთავი 2”-ის ახალი გადაცემა ”არჩევანის” პროდიუსერი იყო.

ინწკირველმა სააგენტო ”ინტერპრესნიუს” 3 მარტს განუცხადა, რომ სამსახური იმის გამო დატოვა, რომ ”იმედში” მისი შრომა არ ფასდებოდა.

თუმცა გიორგი არველაძემ,  ”იმედის” გენერალურმა დირექტორმა გაზეთ ”რეზონანსს” განუცხადა, რომ რაიმე გაუგებრობას და უთანხმოებას ინწკირველთან ადგილი არ ჰქონია.

მან ასევე უარყო ტელეკომპანიის შესაძლო დახურვის გეგმები.

”იმედს” არანაირი დახურვა არ ემუქრება, პირიქით ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული სამომავლო გეგმები,”- განაცხადა არველაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button