ახალი ამბები
თბილისი ჰაიტის დაეხმარება მომხდარი მიწისძვრის გამო
საქართველო ჰაიტიში 250 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 40 ტონა ჰუმანიტარულ დახმარებას გააგზავნის მომხდარი მიწისძვრის გამო, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 14 იანვარს.
მან ”იმედის” პირდაპირ ეთერში საუბრისას ასევე განაცხადა, რომ დაგეგმილია 10-კაციანი სამაშველო ჯგუფის გაგზავნა საქართველოდან.
კალანდაძის თქმით, საქართველო თავად დგას ეკონომიკური სირთულეების წინაშე, თუმცა მიუხედავად ამისა, ვერ დარჩება გულგრილი ჰაიტის მოსახლეობის მიმართ.
ჰაიტიში 12 იანვარს მომხდარმა მიწისძვრამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ძლიერი ნგრევა გამოიწვია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)