ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებებზე დიალოგი იგეგმება
მომავალ კვირას ბრიუსელში ევროკავშირის და საქართველოს წარმომადგენელთა მეორე შეხვედრა გაიმართება ადამიანის უფლებათა საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს დიალოგის ფარგლებში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქართულ მხარეს 16 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი წარმოადგენს.
ევროკავშირის წარმომადგენლებმა თბილისში განაცხადეს, რომ შეხვედრაზე განხილული იქნება მედიის თავისუფლების და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხები.
სწორედ ეს ორი საკითხი – მედია და დევნილები – იქნა განხილული ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელიც თბილისში ნოემბერში გაიმართა და რომლის მიზანიც ამ ორ საკითხში არსებული მთავარი გამოწვევების დადგენა და მათ მოსაგვარებლად რეკომენდაციების შემუშავება იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)