skip to content
ახალი ამბები

ლატვიის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

ლატვიის პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი 7-9 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა, იტყობინება ლატვიის პრეზიდენტის პრესსამსახური.

პრეზიდენტი ზატლერსი თავის ვიზიტს ბათუმიდან დაიწყებს, სადაც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს ლევან ვარშალომიძეს შეხვდება.

თბილისში ვალდის ზატლერსი პრეზიდენტ სააკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან და პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან გამართავს მოლაპარაკებებს.

ლატვიის პრეზიდენტთან ერთად თბილისში ჩამოვლენ ლატვიის ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გარემოს დაცვის მინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

საქართველოდან ლატვიის დელეგაცია სომხეთში გაემგზავრება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button