
ახალი ამბები
ქართველი სამხედროები ავღანეთში მიემგზავრებიან
საქართველოს სახმელეთო ჯარების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ასეული დღეს ავღანეთში, ნატოს საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება, იტყობინება თავდაცვის სამინისტრო.
ამერიკული ინსტრუქტორების მიერ მომზადებული ასეული ავღანეთში ფრანგულ კონტიგენტთან ერთად იმსახურებს. საფრანგეთს 3 ათასზე მეტი სამხედრო ჰყავს განთავსებული ავღანეთში, ძირითადად ქაბულის ჩრდილოეთით, კაპისას და სურობის მიდამოებში.
გაზაფხულზე საქართველო დამატებით ერთ ბატალიონსაც გააგზავნის, რომელიც ამერიკული სარდლობის ქვეშ იმსახურებს, რის შედეგადაც საქართველოს ავღანეთში სულ 800-მდე სამხედრო მოსამსახურე ეყოლება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)