skip to content
ახალი ამბები

აშშ-ს თქმით, მისთვის ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში მონაწილეობა არ უთხოვიათ

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ”ამ დროისთვის აშშ-სთვის არ შეუთავაზებიათ მონაწილეობა მიიღოს” საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში, რომელიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ აკვირდება სიტუაციას. 

”ევროკავშირის მისია საქართველოში შესანიშნავად აკეთებს თავის საქმეს სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით და ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ მის ძალისხმევას. ეს არის ევროკავშირის მისია და ის განსაზღვრავს [მისიის] სტრუქტურას და მანდატს,” – განაცხადა დეპარტამენტმა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა მოცემულ საკითხზე წერილობითი კომენტარი გამოაქვეყნა 24 ივლისს იმ შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც წინა დღით ბრიფინგზე დაისვა, იმასთან დაკავშირებით, აპირებდა თუ არა აშშ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში მონაწილეობას.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თბილისში ვიზიტამდე, რომ მიმდინარეობს ”წინასწარი მოლაპარაკებები” მონიტორინგის მისიაში აშშ-ს ჩართვის თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button