
ბოკერია: სააკაშვილის კომენტარები Wall Street Journal-ში დამახინჯებულია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება ნატოს და რუსეთის შესახებ იმგვარად გააშუქა Wall Street Journal-მა, რომ მთლიანად იქნა დამახინჯებული პრეზიდენტის მიერ გამოთქმული აზრი.
Wall Street Journal-ი იტყობინებოდა 20 ივლისს, რომ ინტერვიუში სააკაშვილმა საქართველოს იმედებს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ”თითქმის მკვდარი” უწოდა. შემდეგ მოცემულია პრეზიდენტის ციტატა: ”ეს ტრაგიკულია,” – განაცხადა მან, ”ეს ნიშნავს, რომ რუსები სწორი მიზეზისთვის იბრძოდნენ”.
”პრეზიდენტმა ასე უთხრა ჟურნალისტს: ”თუ რუსეთი მოახერხებს ნატოსკენ საქართველოს გზის განადგურებას, ეს ტრაგიკული იქნება. ეს ნიშნავს, რომ რუსები სწორი მიზეზისთვის იბრძოდნენ,”- განაცხადა ბოკერიამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)