
ახალი ამბები
გალში უსაფრთხოების თემაზე შეხვედრა იმართება
გალში ინციდენტების პრევენციის მექანიზმების ფარგლებში დღეს პირველი შეხვედრა დაიწყო ქართული და აფხაზური მხარეების, ასევე ადგილზე განლაგებული რუსული ძალების სარდლობის მონაწილეობით.
შეხვედრის გამართვის გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის მონიტორინგის მისიის და გაეროს ხელშეწყობით იმართება, ივლისის დასაწყისში ჟენევის მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდზე იქნა მიღებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი შეხვედრაზე ქართულ მხარეს წარმოადგენს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)