
ახალი ამბები
სააკაშვილი სომხეთს სტუმრობს
პრეზიდენტი სააკაშვილი 24-25 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ერევანს სტუმრობს, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს სომხეთის ხელმძღვანელობასთან.
სააკაშვილმა სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ვიზიტისას განიხილავს ეკონომიკურ თანამშრომლობას და რეგიონალურ საკითხებს, იუწყება სააგენტო ახალი ამბები-სომხეთი. სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ორ ქვეყანას ”ძმური და პარტნიორული ურთიერთობები” აკავშირებს.
This post is also available in: English Русский