skip to content
ახალი ამბები

პოლიცია დემონსტრაციის ადგილის დარბევას უარყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო რაიმე კავშირი 18 ივნისს პრეზიდენტის რეზიდენციის წინ განთავსებული საკნების დარბევასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ პოლიციას მას შემდეგ მოუწია ჩარევა, რაც ადგილობრივ მოსახლეობასა და მოპიკეტეებს შორის ჩხუბი მოხდა.

შსს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა Civil.Ge-ს 19 ივნისს, რომ ინციდენტი ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და მომიტინგეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო, რომელიც შემდეგ ჩხუბში გადაიზარდა. შედეგად, რამოდენიმე მოსახლე ნაცემია. მან ასევე განაცხადა, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა საკნების დანგრევით უპასუხეს.

ოპოზიციის აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ათობით სამართალდამცავმა, ფორმებიანებმაც და სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულებმაც, პრეზიდენტის რეზიდენციასთან განთავსებული საკნები დაარბიეს. სტუდია ”მაესტროს” მიერ ნაჩვენებ კადრებში ჩანს დახეული ბანერები და დაზიანებული საკნები.

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა, რომელმაც ინციდენტიდან მალევე ეწვია შემთხვევის ადგილს, განაცხადა, რომ პოლიცია ალბათ იმას იტყვის, რომ ეს იყო ჩხუბი ადგილობრივ მოსახლეობას და მომიტინგეებს შორის, ”მაგრამ ეს არ არის მართალი”.

მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ეკა ბესელიამ, რომლის აქტივისტებიც იყვნენ დაბანაკებული საკნებში, განაცხადა, რომ შესაძლებელი იქნება თავდასხმელების ვინაობის დადგენა, თუ შსს ინციდენტის ადგილას დამონტაჟებული კამერებიდან ვიდეომასალას გამოაქვეყნებს.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button