skip to content
ახალი ამბები

დეპუტატი უარყოფს მმართველი პარტიის გეგმებს მხარდამჭერთა შეკრების თაობაზე

მმართველი პარტიის დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა კატეგორიულად უარყო, რომ ხელისუფლება საკუთარი მხარდამჭერების აქციის გამართვას გეგმავს.

ტელეკომპანიებმა ”მაესტრომ” და ”კავკასიამ” განაცხადეს 13 აპრილს, რომ აქცია სამშაბათს რიყეზეა დაგეგმილი.

”ეს არ არის სიმართლე,” – განუცხადა პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა რადიო ”უცნობს”. ”ხელისუფლება არ გეგმავს არავის შეკრებას; ეს არ არის ის მეთოდი, რომლის გამოყენებაც გვინდა”.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ხელისუფლება კვლავაც თავშეკავებული იქნება და არ ჩაერევა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში.

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ იმ ხალხს, ვინც ქუჩაში დგას, პრობლემები აქვთ, მათ შორის სოციალურ და უმუშევრობის საკითხებთან დაკავშირებით და მათ აქვთ უფლება გამოხატონ თავიანთი პროტესტი,” – განაცხადა მინაშვილმა. ”ჩვენ მზად ვართ ოპოზიციასთან დიალოგი გავმართოთ, რათა ერთობლივად მოვაგვაროთ ეს პრობლემები… ისევე როგორც საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები”. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button