skip to content
ახალი ამბები

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი დიალოგისკენ მოუწოდებს

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიგელ ანხელ მორატინოსმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ ”პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგი მოქმედების ერთადერთი კურსია, რომელსაც შეუძლია მოუტანოს ნაყოფიერი შედეგები საქართველოს მომავალს”.

”ეს ყველა ქართველი პოლიტიკური ლიდერის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს ასეთი დიალოგი და მოსახლეობის მხარდაჭერა ამ პროცესის მიმართ,”- განაცხადა მორატინოსმა 8 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

”ოპოზიციის დემონსტრაციების წინ, რომელიც თბილისში ხვალიდან იწყება, მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ორგანიზატორებს და აქციის მონაწილეებს იმოქმედონ პასუხისმგებლობით და მშვიდობიანად და გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება,”- განაცხადა მან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button