skip to content
ახალი ამბები

მედვედევმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ელჩებისგან რწმუნებათა სიგელები მიიღო

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ელჩებისგან და ასევე თორმეტი სხვა ქვეყნის ელჩისგან, რწმუნებათა სიგელები მიიღო.

”მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი რეალიების აღიარება საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაეხმარება გრძელვადიან მშვიდობას და სტაბილურობას კავკასიაში,” – განაცხადა მედვედევმა ცერემონიაზე, რომელიც კრემლში 16 იანვარს გაიმართა. ”ჩვენ არ მივატოვებთ ჩვენს მეზობელს რთულ პოსტ-კონფლიქტულ პირობებში, ერთად ავაშენებთ რესპუბლიკის სოციალურ და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას და გავაძლიერებთ მის უსაფრთხოებას”.

იმავე ცერემონიაზე რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო რწმუნებათა სიგელები ესტონეთის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, ირანის, სუდანის, კვიპროსის, კამერუნის, კუბის, ბანგლადეშის, მალის, პაკისტანის და ალჟირის ელჩებისგან.

რუსეთის გარდა, მხოლოდ ნიკარაგუამ აღიარა ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button