skip to content
ახალი ამბები

სომხეთში გაზის ტრანზიტი განახლდა

საქართველომ აღადგინა რუსული გაზის ტრანზიტით მიწოდება სომხეთისთვის მას შემდეგ, რაც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის შვილობილმა გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ 1000-მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები დაასრულა, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ 12 იანვარს.

გაზის ტრანზიტი 9 იანვარს შეწყდა, რისი მიზეზიც მილსადენში წნევის მატების შედეგად ”კოროზირებულ ადგილებში გაზის გაჟონვა გახდა”, იტყობინება ენერგეტიკის სამინისტრო.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button