ახალი ამბები

დანიელ ფრიდი ქართული არმიის მდგომარეობის შესახებ

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დანიელ ფრიდმა 18 დეკემბერს განაცხადა, რომ New York Times-ის სტატიში ქართული არმიის მდგომარეობის შესახებ ასახული ”ბევრი პრობლემა რეალურია”.

New York Times-ი პენტაგონის მიერ აგვისტოს ომის შემდეგ გაკეთებულ კონფიდენციალურ შეფასებაზე დაყრდნობით წერდა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები არაკვალიფიციური ხელმძღვანელობის პრობლემის წინაშე დგას.

”რა თქმა უნდა, ქართულმა არმიამ დიდ პროგრესს მიაღწია გასულ წლებში, მაგრამ სტატიაში გახმოვანებული ბევრი პრობლემა რეალურია და კიდევ დიდი პროგრესია მისაღწევი,” – განაცხადა ფრიდმა ჟენევაში.

მან ასევე გაიმეორა ვაშინგტონის პოზიცია აგვისტოს ომის მიზეზებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ეს მიზეზები ”რთულია”.

”ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საქართველომ შეცდომა დაუშვა, როდესაც 7-8 აგვისტოს ღამეს ცხინვალში შევიდა, მაგრამ იყო მწვავე პროვოკაციები, თავდასხმები, ძალადობრივი ქმედებები, როგორც სამხრეთ ოსური ძალების მხრიდან, ისე ბოლო წლის მანძილზე რუსული ძალების მხრიდანაც,” – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button