ახალი ამბები

ნიკარაგუამ აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელობა აღიარა

ნიკარაგუას პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ ხელი მოაწერა განკარგულებებს თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე.

ეს გადაწყვეტილება ნიკარაგუას საგარეო საქმეთა სამინისტრომ 5 სექტემბერს გამოაქვეყნა.

ნიკარაგაუა მეორე ქვეყანაა რუსეთის მერე, რომელმაც საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონები აღიარა. ვენესუელა და ბელარუსი ასევე მიესალმნენ რუსეთის ამ გადაწყვეტილებას, თუმცა მათ ჯერ-ჯერობით ანალოგიური ნაბიჯი არ გადაუდგამთ.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button