ახალი ამბები

ლუკაშენკო საქართველოსთან ურთიერთობებზე საუბრობს

ბელარუსსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არ უნდა იქნას განხილული, როგორც რუსეთისთვის საზიანო, განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომელიც კვირას ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად მეოთხე ვადით იქნა არჩეული ბელარუსის პრეზიდენტად.

"საქართველო ჩვენთვის საინტერესო ქვეყანაა, მათ შორის ენერგო რესურსების ტრანზიტის თვალსაზრისით,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ ბელარუსმა რამდენჯერმე იყიდა აზერბაიჯანული ნავთობი და საქართველო გამოიყენა სატრანზიტო მარშრუტად.

"ერთი სიტყვით, ჩვენ თანამშრომლობისთვის არც თუ ცუდი პერსპექტივები გვაქვს,“ – იტყობინება ბელარუსის საინფორმაციო სააგენტო BelTA ლუკაშენკოს სიტყვებზე დაყრდნობით. მან ეს განცხადება 20 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"მაგრამ თქვენ არ უნდა გაიგოთ ჩვენი თქვენთან თანამშრომლობა, როგორც თანამშრომლობა არა რუსეთის სასარგებლოდ.  არავითარ შემთხვევაში. ჩვენ ძალიან გაფასებთ და პატივს გცემთ თქვენ. ქართველები წესიერი ხალხია. მაგრამ მოდით თქვენთან ერთად  და რუსეთთან ერთად ავაშენოთ ჩვენი ურთიერთობები. ამით მოგებული დარჩება რუსიც, ქართველიც და ბელორუსიც,“ – უპასუხა მან ქართველ ჟურნალისტს, როდესაც ამ უკანასკნელმა თბილისს და მინსკს შორის არსებულ ურთიერთობებზე ჰკითხა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button