ახალი ამბები

სააკაშვილი მოუწოდებს ევროპას შეაჩეროს რუსეთის ქმედებები

ევროპას ”სიმართლის მომენტი” დაუდგა, როდესაც მან უნდა გამოიყენოს ”მთელი მისი დიპლომატიური არსენალი, რათა შეაჩეროს მოსკოვში ზოგიერთი პოლიტიკოსის აგრესიული ინსტინქტები”, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ”როიტერთან” ინტერვიუში 1 მაისს.


მისი თქმით, რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან მიმართებაში არ იყო ”მხოლოდ თავდასხმა საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე,” არამედ ეს იყო ”თავდასხმა იმაზე, რასაც ზოგიერთი პოლიტიკოსი რუსეთში მიიჩნევს დემოკრატიის და თავისუფლების საშიშ ვირუსად, რომელიც რუსეთის სამეზობლოში ვრცელდება”.


”მათ ნათლად განაცხადეს – და ეს პუტინმაც დამიდასტურა – ეს არის პასუხი კოსოვოს პრეცედენტზე, ეს არის პასუხი დასავლეთის მიერ რუსეთის პოზიციის უგულებელყოფაზე და ეს არის პასუხი ამ რეგიონში ნატოს გაფართოების საფრთხეზე,” – განაცხადა სააკაშვილმა.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button