skip to content
ახალი ამბები

ბალუევსკი ნატოს გაფართოების წინაღმდეგ აფრთხილებს

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურმა იური ბალუევსკიმ 11 აპრილს განაცხადა, რომ საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, რუსეთი დაიცავს თავის ინტერესებს სამხედრო და ”სხვა ზომებით”.


”ცალსახაა, რომ რუსეთი მიიღებს ზომებს, რაღა დაიცვას თავისი ინტერესები საკუთარ სახელმწიფო საზღვრებზე. და ეს იქნება არა მარტო სამხედრო ზომები, ეს იქნება სხვა ზომებიც,” – იტყობინება ”რია ნოვოსტი” ბალუევსკის სიტყვებზე დაყრდნობით. კითხვაზე, თუ კონკრეტულად რა ზომებს გულისხმობდა ის, მან უპასუხა: ”მოვიცადოთ – საკითხი არაერთმნიშვნელოვანია”.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მიხეილ კამინინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მის საზღვრებთან ახლოს სამხედრო ბლოკის გამოჩენას აღიქვამს, როგორც პირდაპირ საფრთხეს მისი უსაფრთხოების მიმართ. ”და ნებისმიერი განცხადებები, რომ ეს პროცესი რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ჩვენ არ გვაკმაყოფილებს,” – განუცხადა კამინინმა ”რია ნოვოსტის” 11 აპრილს.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ასევე გააფრთხილა, რომ მოსკოვი ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რათა არ დაუშვას საქართველოს და უკრანის ნატოში გაწევრიანება. 

Back to top button