skip to content
ახალი ამბები

ეუთოს თავმჯდომარე ”გაყინულ კონფლიქტებზე” გააქტიურების ინიციატივით გამოდის

ეუთომ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ საკითხებზე, სადაც მას ნამდვილად შეუძლია სიტუაციის შეცვლა, მათ შორის გაყინული კონფლიქტების მოგვარების კუთხით, განუცხადა ეუთოს ახლად დანიშნულმა მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე სტაბმა ორგანიზაციის მუდმივმოქმედ საბჭოს 10 აპრილს.


”ჩვენ სერიოზულად უნდა ვეძებოთ ე.წ. გაყინული კონფლიქტების მოგვარების გზები. ჩემი მიზანია მცდელობების გააქტიურება ამ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიზნით,” – განაცხადა მან, ”მე გულწრფელად მჯერა, რომ ფინეთის თავმჯდომარეობის მცდელობებს ყველა სხვა მხარის კონსტრუქციული მხარდაჭერა მოყვება”.


თუმცა, მან ასევე განაცხადა: ”მე მხარს ვუჭერ არსებულ მოლაპარაკების მექანიზმებს, მათ შორის ეუთოს მინსკის ჯგუფს და მის თანათავმჯდომარეებს [მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით]”.


საქართველოს ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ არ აპირებს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტრლო კომისიის ფორმატში მუშაობის გაგრძელებას და სურს ეს მექანიზმი ჩაანაცვლოს 2+2+2 ფორმულით, სადაც შევლენ: ქართული მხარე და დიმიტრი სანაკოევის მთავრობა; რუსული მხარე და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება; ეუთო და ევროკავშირი. მოსკოვი და ცხინვალი ამ წინადადების წინააღმდეგ არიან.
  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button