ახალი ამბები

საქართველოს რუსეთში, ჩინეთსა და ბულგარეთში ახალი ელჩები ჰყავს

დღეს საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაუჭირა რუსეთში, ჩინეთსა და ბულგარეთში ახალი ელჩების დანიშვნას.

რუსეთში საქართველოს ელჩი ეროსი კიწმარიშვილი, ტელეკომპანია
”რუსთავი 2”-ის დამფუძნებელი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ყოფილი პრეზიდენტი გახდა. მან ამ თანამდებობაზე ირაკლი ჩუბინიშვილი შეცვალა.


 


ზაზა ბეგაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე,  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.  გავრცელებული ინფორმაციით, მის ნაცვლად თბილისის საკრებულოს ხელმძღვანელად საკრებულოს წევრის, მწერალ ზაალ სამადაშვილის კანდიდატურა განიხილება.

ბეგაშვილმა ჩინეთში მიხეილ უკლება შეცვალა, რომელიც პარლამენტმა დღესვე დაამტკიცა ბულგარეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე.  მიხეილ უკლება
საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილეა, ხოლო შევარდნაძის მმართველობის დროს ქონების მართვის მინისტრის პოსტი ეკავა.


 



მსგავსი/Related

Back to top button