ახალი ამბები

თბილისს სსფ-ს მისია სტუმრობს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია 29 თებერვალს თბილისში ჩამოვიდა. მისიას ხელმძღვანელობს სსფ-ს ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დევიდ ოუენი.


სსფ-ს თბილისის წარმომადგენლობის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება.


დაგეგმილია შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პარლამენტარებთან, ბიზნესმენებთან, ასევე საბანკო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლებთან. ვიზიტი 7 მარტს დასრულდება.


 


 

Back to top button