ახალი ამბები

”ჟურნალისტები საზღვრების გარეშე” ქართველი ჟურნალისტის დაკავებას აპროტესტებს

პარიზში განთავსებულმა მედიის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ ”ჟურნალისტები საზღვრების გარეშე” შეშფოთება გამოხატა ტელეკომპანია ”მზის” ჟურნალისტის მალხაზ ბასილაიას დაკავების გამო.


ბასილაია და კიდევ ორი ქართველი აფხაზურმა მხარემ 26 თებერვალს დააკავა და ”საზღვრის უკანონო გადაკვეთაში” დასდო ბრალი.


”მოვუწოდებთ აფხაზეთის ხელისუფლებას უფრო დეტალურად ახსნას დაკავების მოტივი, და ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეეცადოს, რომ განმუხტოს სიტუაცია,”  – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ 28 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში, ”საჭიროა, რომ შენარჩუნდეს ის ატმოსფერო, რომ ხელს უწყობს მოლაპარაკებებს”.

Back to top button