We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

პატარკაციშვილი თბილისში დაკრძალეს

ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც 12 თებერვალს ბრიტანეთში გარდაიცვალა, დღეს თბილისში თავისი რეზიდენციის – ყოფილი რიტუალების სასახლის – ეზოში დაკრძალეს. მის დაკრძალვას უამრავი ხალხი დაესწრო.


დაკრძალვამდე მიცვალებულის სასახლე ცოტა ხნით გარეთაც გამოასვენეს, რადგანაც რეზიდენციის გარეთ შეკრებილ უამრავ ხალხს არ მიეცა მისასამძიმრების შესაძლებლობა.


სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად დაკრძალვას ასევე დაესწრო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე. დაკრძალვას ასევე დაესწრნენ ოპოზიციური პოლიტიკოსები. თბილისის მერმა გიგი უგულავამ, რომელმაც გასული წლის დეკემბერში პატარკაციშვილს ”შავი ჭირი” უწოდა, ოჯახს 27 თებერვალს მიუსამძიმრა.  

Back to top button