
სამი ”პოლიტპატიმარი” გათავისუფლებულია
ხელისუფლებამ დღეს 7 ნოემბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით დაკავებული კიდევ სამი პატიმარი გაათავისუფლა, იტყობინება კონსერვატიული პარტიის პრესსამსახური.
ესენი არიან: 8 ნოემბერს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებული ზაალ ქოჩლაძე; 11 ნოემბერს დაკავებული ლევან სულიკაშვილი და 14 ნოემბერს დაკავებული ლევან ფოფხაძე, რომელთაც ნარკოტიკულ დანაშაულებებში ედებოდათ ბრალი. თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს პირები საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს და ნარკოტიკები შემდგომ ჩაუდეს.
კონსერვატიული პარტია ამჟამად აზუსტებს ინფორმაციას კიდევ ერთი დაკავებულის ლევან ბარაბაზის გათავისუფლების შესახებ.
4 პატიმრის გათავისუფლების შესახებ შეთანხმება 25 თებერვალს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართულ მოლაპარაკებებზე იქნა მიღწეული.
18 თებერვლისთვის ოპოზიციის მოთხოვნით ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებული 6 პატიმარი გათავისუფლდა.