ახალი ამბები

პატარკაციშვილის ტოქსიკოლოგიური ტესტის შედეგები რვა კვირაში გახდება ცნობილი

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით ჩატარებული ტოქსიკოლოგიური ტესტის შედეგები რვა კვირაში გახდება ცნობილი, იტყობინებოდა Reuters 25 თებერვალს სურეის ადგილობრივი პოლიციის ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვებზე დაყრდნობით.


პატარკაციშვილის ცხედარი დღეს დილით ბრიტანეთიდან თბილისში გადმოასვენეს. პატარკაციშვილის ოჯახის ცნობით, ბიზნესმენს 28 თებერვალს დაკრძალავენ.    

Back to top button