
ახალი ამბები
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოს ეწვევა
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ილკა კანევრა თავისი სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში 26-27 თებერვალს საქართველოს ეწვევა.
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტ სააკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან; საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ბაქრაძესთან, სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილთან და ასევე ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.