ახალი ამბები

კახეთის გუბერნატორად ლევან ბეჟაშვილი დაინიშნა

დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, კახეთის რეგიონში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულად დაინიშნა 14 თებერვალს, აცხადებენ რეგიონული მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.


ახალ გუბერნატორს, რომელმაც ამ თანამდებობაზე ასევე ყოფილი დეპუტატი გია ნაცვლიშვილი შეცვალა, დღეს წარადგენენ.


5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეს უკვე მეოთხე ცვლილებაა, რომელიც რეგიონების რწმუნებულებს შეეხო. მანამდე შეიცვალა შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და გურიის გუბერნატორები. ოპოზიციამ განაცხადა, რომ გუბერნატორები იმ რეგიონებში შეიცვალა, სადაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა არჩევნებში ნაკლები ხმები მიიღო.


სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში სხვა გუნერნატორების შეცვლა მოსალოდნელი არ არის.

Back to top button