ახალი ამბები

სააკაშვილი კოსოვოს პრეცედენტის წინააღმდეგ საუბრობს

რუსეთიდან ”პოზიტიურ სიგნალებთან” ერთად მოდის ასევე ”ძალიან საგანგაშო სიგნალები” აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 14 თებერვალს.


მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ კოსოვო დამოუკიდებლობას 17 თებერვალს გამოაცხადებს, რასაც მოჰყვება მისი აღიარება რიგი სახელმწიფოების მხრიდან.


”დღესაც გაიჟღერა კონკრეტულმა განცხადებებმა საქართველოს სეპარატისტულ, კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში,” – აღნიშნა სააკაშვილმა მხედველობაში ჰქონდა რა პრეზიდენტ პუტინის განცხადება კოსოვოსთან დაკავშირებით.


”ჩვენ ყოველთვის ვუწევდით წინააღმდეგობას და არასოდეს არ დავუშვებთ, რომ რომელიმე ძლიერმა ან სუსტმა მხარემ ხელი აღმართოს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და საქართველოს სუვერენიტეტზე,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ჩვენ ვდგებით ისტორიის ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, ეს არის გადამწყვეტი მომენტი… საქართველოს აღარ აქვს არცერთი გასაცემი ტერიტორია. ეს არის ჩემი ძალიან გულღია, გულწრფელი, მეგობრული გაფრთხილება ყველასადმი გაკეთებული კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე”.

Back to top button